#navbar-iframe { height: 0px; visibility: hidden; display: none; }

Feb 7, 2010

თოვლი, წვიმა თუ ყინული?


რაღაც სასტიკად უაზრო დღეებია :|
ეს მეცადინეობაც ამოვიდა ყელში და დღეს გადავწყვიტე დამესვენა...
ამინდიც საშინელია. თოვლია, ყინუული თუ წვიმა ვერ გაიგებ......

კიდე კაი ლიმონი და ჩაი არსებობს თორე რა მეშველებოდა

ჩემს დაბლა, მეზობლები სასტიკად ჩხუბობენ და უკვე ტვინი ამიდუღდა

ერთი სული მაქვს ტოლკინის "ჰობიტის" კითხვას როდის დავიწყებ ^^

ამ დღეებში "ოსტატი და მარგარიტა" წავიკითხე და იმდენად მომეწონა, რომ მარგარიტას გაალქაჯების მომენტის კითხვა ახლიდან დავიწყე ^^


ჰო კიდე ჰარი პოტერს და აზკაბანის ტყვეს ვკითხულობ ინგლისურად კომპიუტერში და მომტყდა თვალები


ასე რომ Ich bin fremd


ესეც ჩემი მყუდრო ოთახი ^_^

Read more...

Feb 1, 2010

დადაისტთა სასაფლაო : X


ეხლა ვზივარ მომძინარე თვალებით ....

ვახელ მარცხენა თვალს და ვხდედავ უსასრულოდ დიდ ოთახს, სადაც მხოლოდ მარმარილოს სვეტები და მრავალი ჩაიდანი ჩურჩულებს.....

მინდა ბუხარს მივუახლოვდე, მაგრამ გზა გრძელდება, თითქოს ერთ ადგილზე ვდაგავრ და სული მეხუთება.......

ეხლა აივანზე გადავინაცვლე.....
ნარინჯისფერი ლენტები თვალს მიჭრის, მაგრამ წითელი ჩანთა და თეთრი თოლიები გულს მითბობენ......

მორკალებული მთვარე თვალებს მიპაჭუნებს და მანიშნებს, რომ დროა მარგალიტასავით ლამაზ ალქაჯებს გავყვე მასკარადზე......

მივბაძე კოროვიევს და კუბოკრული პიჯაკი ჩავიცვი, ხოლო შარვალი წითელი მარკერით მოვხატე....

უცებ გამახსენდა რომ სიმაღლის მეშინია.....
მარგალიტას წყლიანი თვალებით შევხედე, ბოდიში მოვუხადე და ჩემი სახლში დარჩენის ამბავი ვუთხარი.....

მარგალითამ ალუბლებით მორთული ბილიკით წასვლა შემომთავაზა.........

ბილიკზე ჭრელი თუთიყუშები დასეირნობდნენ....

გილიოტინა იქვე შუა მოედანზე ატუზულიყო და საწყალი თვალებით კბეჩდა ბერლიოზის თავს.....

გული დამიმძიმდა, მივხვდი რომ ჰატშეფსუტი მიახლოვდებოდა.....

უცებ გამახსენდა ხე ჩუმ სიკვდილთან.....
მივუახლოვდი მას და ვიგრძენი, რომ ატმისფერმა სითბომ დამიარა ......

გავედი დადაისტთა სასაფლაოზე და სალვადორ დალის ფუნჯით მოხატული სატურნი მოვინახულე ^_^


P.S არ მეძინება და მებოდინება :| Ich möchte Tee ohne Zucker (mit Zitrone) :(

Read more...

Jan 30, 2010

რატომღაც უსათაურო :|

საუკუნეა ტელეფონის ნაუშნიკები გამიფუჭდა და დღეს გადავწყვიტე მეყიდა.....

ბაზრობაზე რაღაც მხიარული განწყობით წავედი სახლიდან:|

მაგრამ უცებ საოცრად ცუდ გუნებაზე დავდექი....

გარეთ გავედი თუ არა ეგრევე თვალში შემეჩეხა ხალხის "მოღრუბლული" სახეები....
ყველა იბღვირებოდა და უხეშად ლაპარაკობდა :|
ერთი მომღიმარი სახე ვერ დავინახე....

განა ხალხს ვადანაშაულებ?
ქვეყანაა თვითონ საშინელი.....
ძალიან შემეცოდა ქუჩაში მდგომი ხალხი, რომელიც უზარმაზარ ვალებზე ლაპარაკობდნენ...
ამ ფიქრებში მყპოფს შემეჩეხა მოხუცი, რომელიც კუთხეში მიყუჟული იდგა და საცოდავად ილუკმებოდა......

საბოლოოდ ნაუშნიკები ვერ ვიყიდე და დედაჩემს ხატების მაღაზიაში შევყევი..
ღვთისმშობლის რომელიღაცა ხატი უნდოდა და იმ წუთას იქ არ ჰქონდათ , შემდეგ ერთმა გამყიდველმა მეორეს უთხრა წადი საწყობში და აი ის რაღაც ხატი და "გიორგები" ჩამოიტანეო..... ეს სიტყვები რაღაცნაირად ცუდად მომხვდა ყურში.....
ხატების მაღაზიის ადგილას რაღაც ბაზარი წარმომიდგა თვალწინ :|

შემდეგ წიგნების მაღაზიაში ლექსიკონებს ვათვალიერებდი და ქართულ-ბერძნულ სასაუბროს მოვკარი თვალი....
რატომღაც ვიფიქრე რომ ამ სასაუბროს ყიდვა არ მაწყენდა და ვიყიდე....
ხვალიდან კი ბერძნულის სწავლას ვიწყებ...
ანბანიდან დავიწყებ და მერე ფრაზებსაც ვისწავლი ^^
დამწერლობა ცოტა ძნელია, მაგრამ რამეს მოვახერხებ :D

Read more...

Jan 27, 2010

სკოლა = ფეკალურ მასას :|


ფოტო საღორედან



სკოლაა თუ კატორღა ვერ გავიგე..
ამ დირექტორს და სასწავლო ნაწილს ჰგონიათ დიქტატურით ადამიანები გახდებიან :|

ელემენტარული კულტურა და ზრდილობა არ აქვთ.....
მასწავლებელს რაღაც დღესასწაულს რომ მიულოცავ, წარბს აგიწევს და გულისამრევად შემოგხედავს, მერე კი იტყვის ბავშვთან მიდგომა შემიძლიაო....

დღეს ბოლო გაკვეთილიდან წამოვედით, იმ მიზეზით რომ მასწავლებელი არ მოვიდა, ხოდა სახლში დარეკეს და მშობლებს უკულტურო და გულის ამრევი კილოთი "უბრძანეს" დროზე ამობრძანდით სკოლაშიო....

ხოდა ეს ჩემი დირექტორი კულტურულად გამოვლანძღე და წამოვედი.....

წამოსვლის დროს წარმოვიდგინე როგორ ვარტყმეინე თავი მაგოდაზე, ხოდა ხელები ამექავა :D

Read more...

Jan 22, 2010

რა შეიძლება იყოს დროზე მარტივი


ეხლა ვკითხულობ კლიფორდ საიმაკს "რა შეიძლება იყოს დროზე მარტივი" და აღფრთოვანებული ვარ ისე მომეწონა....


გადავვარდი სადღაც მომავალში და შემესხა ფრთები...


ყდა: რბილი
ფორმატი: 15/22 სმ
გვერდების რაოდენობა: 312
ენა: ქართული


ანოტაცია: დაბოლოს დადგა დრო, როცა დედამიწის ასტრონავტები იძულებული გახდნენ, ვარსკვლავების დალაშქვრის ყოველგვარ მცდელობაზე უარი ეთქვათ. სწორედ ამ პედიოდში მიაღწია პარაფსიქოლოგიურმა მეცნიერებამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს, რის შემდეგაც ადამიანმა კოსმოსის ყველაზე შორეული საზღვრების მიღწევა შეძლო საკუთარი გონების მეშვეობით. შეპარდ ბლეინი, რომელმაც არაერთი ვარსკვლავთშორისი მისია შეასრულა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ”პარაკინეტიკოსი” გახლდათ. სანამ ერთ დღეს, რაღაც შემზარავ მომენტში, მოულოდნელად არ გააცნობიერა, რომ მის გონებაში უცხო არსებამ შეაღწია.


შეგიძლიათ შეიძინოთ აქ

Read more...

Jan 18, 2010

მოყინული ცხვირი და მჟავე ჩაი ^_^


დილით რომ გამეღვიძა, ავდექი საწოლიდან და ფანჯრიდან გადავიხედე, რაღაც საყვარლად თოვდა ^^

უცებ გადავვარდი ოცნებეში და წარმოვიდგინე, რომ შემეძლო ცაში ავჭრლილიყავი და მეც მომყინვოდა ცხვირი ^^

მერე ამეკიდა ჩანთა და თოვლის ფიფქები ჩამომეტანა სახლშიც....
მათაც ხომ სცივად და სითბო სჭირდებათ?!

არ ვიცი რატომ, მაგრამ თოვლმა ხასიეთი გამომიკეთა ^^
ამას დამატებული მჟავე ჩაიც და უკეთესად გავხდები :D

წარმოვიდგინე, თუ როგორ ვიჯექი აგუზგუზებული ბუხრის წინ და გავყურებდი ამ სუსხიან დღეს.....
თოვლს ცივა და შენ კი წყნარად ცეცხლის ენებს ესაუბრები ^^

შემდეგ შედიხარ შენს ოთახში, ჩაიცმევ ტანსაცმელს, მოიხვევ კაშნს დაიფარებ ქუდს, ჩაიცმევ თათმანებს, გააღებ კარებს და ერთი გემრიელად ჩაისუნთქვ თოვლის ფითქნა სუნს, ფილტვებსაც ხომ უნდა ვასწავლოთ ფრენა.....

ხედავ როგორ კისკისებენ ბავშვები, როგორ ეკამათებიან ერთმანეთს, იმის გამო თუ რატომ გაარტყა ამხანაგმა გუნდა თავში......

ამ დროს მეღიმება და მავიწყდება წარსულიც და მომავალიც......
ანუ ნირვანას შევიგრძნობ ^_^

Read more...

Jan 16, 2010

საშობაო ზღაპარი (Eine Weihnachtsgeschichte)



დღეს თამთამ კინოში დამპატიჯა "საშობაო ზრაპარზე" <3



ძალიან კარგი ეფექტებია ^^



მოგეხსენებათ რომ 3D-ეა და ერთ-ერთი სცენის დროს ისე შევხტი პოპკორნი რამის ჰაერში ავყარე :უსერ: 




ანოტაცია: ეს არის  ჭკუისსასწავლებელი ამბავი ერთ გაბოროტებულ ბებერზე, სახელად ებენეზერზე, რომელსაც ერთი ღამის განმავლობაში დიდი გამოცდა ჩაუტარა სამმა შობის აჩრდილა.. ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ქონების მოგროვებას მიუძღვნა. მას ყვალაფერი სძულს ფულის გარდა, მათ შორის მეგობრობა, სიყვარული და საშობაო დღესასწაულები..


Read more...

Jan 15, 2010

სიმფონიური ზღაპრის ჩურჩული


მივდივარ გაშლილ თაღოვან მინდორზე, სადაც მხოლოდ მე და წვიმა დავწკაპუნობთ.....


ყვითელ ოთახში კედლები მწვანე ირმებით მოეხატათ......


ჩაი იასამნისფერი ლიმის ნაჭრით აგუზგუზებული ბუხრის თავზე იდგა და წრიპინებდა....


მივედი ბუხრის წინ და თეთრი შოკოლადის ფილა ავიღე.....


ჩამოვჯექი მდივანზე.....


ჩავკბჩე შოკოლადი და დავბზრიალდი.....




სიმფონიური ზღაპრის ჩურჩულმა გამომაღვიძა....


და მივხვდი რომ ელფების კარნავალზე მოვხვდი....


იქ ათასი ელფი ირეოდა..


ყველას სხვადასხვანაირი ჭრელი ტანისამოსი ეცვა...


ამაღლებულ ადგილას ელფების ორკესტრი იჯდა და დარბაზს აგუგუნებდა....


მივედი ტკბილეულით დატვირთულ მაგიდასთან და შოკოლადის შეიკი ავიღე......




ჭერში იადონთა გუნდი ნაზად ფრთხიალებდა .......


ვერცხლისფერი ბუჩქებიც აქვე დაედგათ, მაგრამ სიცოცხლე არ ეტყობოდათ :(




წითელ სმოკინგებში გამოწყობილი ელფები მდედრებს ეცეკვებოდნენ და ნიღბებზე

ეალერსებოდნენ......


ჯადოსნებიც აქვე კუთხეში იდგნენ და ბრძნული თვალებით იყურებოდნენ.....


მათ გრძელი რუხი წვერი ჰქონდათ და ყელზე ელფური ამულეტები ეკიდათ......




მე აივანზე გავედი გადავიხედე და დავინახე მფრინავი ციკლობები, რომლებსაც ჭითელი

რქები და თეთრი ფრთები ჰქონდათ...




P.S როცა ბუძელნიკმა დარეკა აი აქ გაიჭედა ჩემი სიზმარი

Read more...

Jan 14, 2010

Nudelsalat (მაკარონის სალათი)

მაკარონის სალათი 4 ადამიანისთვის:



2 ახალი პამიდორი, ერთი პატარა ყუთი მუხუდო, 2 კვერცხი (ოღონდ უმი არა), 3 კარგი ნაჭერი ძეხვი, 3 სუფრის კოვზი მაიონეზი, ცოტა კეტჩუბი, პილპილი, მარილი, მჟავე კიტრი, ერთი პატარა ხახვი, 500 გრამი მაკარონი.



მომზადების წესი:



მოვხარშოთ მაკარონი , შემდეგ გასაციებლად დავტოვოთ.



პამიდორი,კვერცხი, ხახვი, კიტრი დავჭრად წვრილად. ეს ყველაფერი ჩავყაროთ დიდ ჯამში, დავასხათ ცოტა მჟავე კიტრის წვენი და ავურიოთ.



პილპილი და მარლი უყავით გემოვნებით და მზადაა!




P.S დიდი ვერაფერია, მაგრამ იმედია მოგეწონებათ :D




Deutsch:



Nudelsalat



Zutaten für 4 Personen:



2 frische Tomaten, eine kleine Dose Erbsen & Möhren, 2 Eier (keine Weicheier), 3 Würstchen oder ein gutes Stück Fleischwurst, 3 Esslöffel majonäse, etwas Ketchup, Pfeffer, Salz, saure Gurken, eine kleine Zwiebel, 500 g Nudeln.

 


ZUBEREITUNG:


Nudeln kochen und abkühlen lassen. Tomaten, Eier, Zwiebel, Gurken und die Wurst klein schneiden. Dann alle Zutaten in eine große Schüssel gaben, etwas Gurkenwasser dazu schütten und alles gut verrühren.


Mit Pfeffer und Salz abschmecken, fertig!



ich hoffe , es schmecht euch :)

Read more...

რა ჯობია...

რა ჯობია :

  • ჩაბნელებულ ოთახში მარტო, წყნარად ჯდომას და მერლინას ჰანგების მოსმენას ^^
  • მშვიდ მდგომარეობაში [:D] რამე მისტიკური წიგნის კითხვას......
  • სიმშვიდეში არარუსულენოვანი ფილმის ყურებას :D
  • უშაქრო, ლიმონიანი ჩაის წრუპვას, მაშინ როცა ფანჯრიდან იყურები და ხედავ, რომ ყინვამ მწვანე ხეებიც არ დაინდო :S
  • ფაფუკ თოვლში უზარმაზარი ციგით სრიალს....
  • ასფალტზე როლიკებით კატაობას...........
  • ოცნებებში მოგზაურობას.....
  • სალათისფერ მდინარეში შოკოლადებზე ნადირობას
  • მთვარესთან ლაპარაკს....
  • მიუნხენის ქუჩებში სეირნობას ::(

Read more...
Related Posts with Thumbnails
Hit Counter

  ©Clown^^

TOPO